დიმიტრი ცქიტიშვილი  - მოსახლეობაზე ორიენტირებულ ბიუჯეტს მივიღებთ

პარლამენტის უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, 2019 წლის ბიუჯეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია გათვალისწინებული და ის ორიენტირებულია მოსახლეობაზე. დიმიტრი ცქიტიშვილი ვარაუდობს, რომ მეორე მოსმენის შემდეგ, ბიუჯეტის პროექტი უფრო მეტად დაიხვეწება.

„2019 წლის ბიუჯეტში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ არის გათვალისწინებული. ძალიან ბევრი სოციალური პროგრამაა და ეს ის ტენდენციაა, რომელიც ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ზოგადად, მომდევნო წლების ბიუჯეტი კიდევ უფრო სოციალურად ორიენტირებული იქნება. საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის პროექტის მეორე მოსმენის შემდეგ, შესაძლოა, კიდევ რაღაც კითხვები იყოს, კომენტარები გაკეთდეს და კიდევ უფრო დაიხვეწება ბიუჯეტის პროექტი. საერთო ჯამში მივიღებთ, მოსახლეობაზე ორიენტირებულ ბიუჯეტს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ