ქარელში, სოფელ შაქშაქეთში ხანძარს 50 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ქარელში, სოფელ შაქშაქეთში ხანძარს 50 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა ორსართულიანი სახლის სახურავი -120 მ² ფართობი. მათივე ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

„მეხანძრე მაშველების მიერ ხანძრის ქრობის პროცესში ოთახში აღმოჩენილია 50 წლის მამაკაცის გვამი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო ბრიგადა“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა