გიორგი ქობულია სტარტაპ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ტექნოპარკში 30-მდე სტარტაპ კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ინოვაციების ეკოსისტემის გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სტარტაპების მხარდამჭერ სამომავლო პროექტებზე.

„ჩვენ გვქონდა ძალიან თავისუფალი, გახსნილი დისკუსია. ჩვენ დავპირდით სტარტაპებს, რომ აღმოვფხვრით ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს. ასევე ბევრი წინადადება მოვისმინეთ, როგორ უნდა იყოს საერთაშორისო პრომოუშენი ჩვენი სტარტაპებისთვის, როგორ დავაკავშიროთ ისინი სტარტაპებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და ინოვაციების ეკოსისტემასთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრები უფრო ხშირად და რეგულარულად გავმართოთ,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

უწყების ცნობით, დისკუსიის დროს გადაწყდა, ჩამოყალიბდეს მუდმივმოქმედი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც თანამშრომლობა საჯარო სექტორსა და სტარტაპ კომპანიებს შორის უფრო ინტენსიური და ნაყოფიერი იქნება.

დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა