თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე ხელახალი ტენდერი წლის ბოლომდე გამოცხადდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ხელახალი ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, საინფორმაციო ფორმატის შეხვედრის მიზანია კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოს ღია და თანაბარი პირობები დაინტერესებული კომპანიებისთვის.

კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო კომპანიებს ტენდერის გამოცხადებამდე პროექტის ზოგადი დეტალები გააცნო, რათა მათთვის სატენდერო პროცედურები უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს.

კონტრაქტორებთან გამართულ შეხვედრას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავი-ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ექვსი ახალი ჭაბურღილის მშენებლობა და არსებულების რეაბილიტაცია. ასევე, 5 ახალი რეზერვუარის მშენებლობა. გარდა ამისა, მოეწყობა მაგისტრალური მილსადენი და გამანაწილებელი ქსელი. სამუშაოების დასრულების შედეგად, თელავის მოსახლეობა 24-საათიან, ხარისხიან წყალმომარაგებაზე გადავა.

კომპანიამ აზიის განვითარების ბანკის პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის ოქტომბერში თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საერთაშორისო ტენდერი, შეუსაბამობების გამო ჩაშლილად გამოაცხადა. კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციით წარმოდგენილი რიგი ტექნიკური მახასიათებლები და კომპანიის გამოცდილება არ შეესაბამებოდა ტენდერის მოთხოვნებს.

თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე საერთაშორისო ტენდერი წლის ბოლომდე ხელახლა გამოცხადდება და კომპანიებს წინადადებების წარსადგენად 42 კალენდარული დღე ექნებათ.

აზიის განვითარების ბანკი (ADB) აღნიშნულ პროექტს მხარდაჭერას უცხადებს და კვლავაც დააფინანსებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს