თორნიკე რიჟვაძე თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს წარმომადგენელს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში არსებული ურთიერთობების დინამიკა დადებითად შეაფასეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო თურქეთის კერძო სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია და ყოველწლიურად, ქვეყნებს შორის ვაჭრობის მაჩვენებელი მზარდია.

"მისასალმებელია, რომ ჩვენს ქვეყნებს დიდი ინტერესი გააჩნიათ ეკონომიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების. მინდა ხაზი გავუსვა ორი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობას, როგორც სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული მაკავშირებლის როლს რეგიონში. ამ დერეფნის პოტენციალის ეფექტური გამოყენება უმნიშვნელოვანესია ჩვენი სახელმწიფოების მრავალმხრივი განვითარებისათვის“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ესწრებოდნენ.

თურქეთის დელეგაციას DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინი ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში ასევე თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში მაქბულე ქოჩაკი და საბჭოს სხვა წევრები იმყოფებოდნენ.

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ხელოვნური ინტელექტი და სასამართლო - კიბერმართლმსაჯულება