არსებული ინფორმაციით, ზესტაფონში ე.წ. სტაიანშჩიკებს შორის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა

არსებული ინფორმაციით, ზესტაფონში ე.წ. სტაიანშჩიკებს შორის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩაზე, ე.წ.სტაიანშჩიკებმა თანხა ვერ გაიყვეს და დაპირისპირებისას, ერთ-ერთმა პირმა მეორეს თავში რკინის არმატურა ჩაარტყა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლის მეექვესე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც გარდაცვალება გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: მკვლელობით დასრულებული "სტაიანშჩიკების" ჩხუბი - რას მოჰყვა დაპირისპირება ზესტაფონში?