"ქართული ოცნების"  დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე - სუს-ის უფროსთან არჩევნებზე არ გვისაუბრია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ვახტანგ გომელაურთან არჩევნებთან დაკავშირებით არ გვისაუბრია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა. იგი გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა და კატეგორიულად უარყო საარჩევნო პროცესებში სუს-ის ჩართულობა. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეხვედრას ხშირად მართავს.

„ვადასტურებ რომ ვახტანგ გომელაური ხულოში იმყოფებოდა. არჩევნებთან დაკავშირებით არ გვისაუბრია. ჩვენი საუბარი ჰოლანდიაში დაღუპულ ხულოს მკვიდრის გადმოსვენების პროცედურებს შეეხო. შეხვედრას "ქართული ოცნების" წევრები არ ესწრებოდნენ. არანაირ ამომრჩევლის მოსყიდვაზე არ ყოფილა საუბარი. ირაკლი ჯორბენაძეს ვთხოვ, წარმოადგინოს შეხვედის ფოტო მასალა, როცა ასეთ განცხადებას აკეთებს",- აცხადებს ანზორ ბოლქვაძე.

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" წევრის, ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, ხულოს მუნიციპალიტეტში გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური "ქართული ოცნების" შტაბის წევრებს შეხვდა.

როგორც ირაკლი ჯორბენაძე აცხადებს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის სასტუმროში, მმართველი გუნდის შტაბის წევრებმა არჩევნების გაყალბებაზე და ამომრჩეველთა მოსყიდვაზე იმსჯელეს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ