სალომე სამადაშვილი - ხელისუფლება ცდილობს არჩევნები სამუშაო დღეს ჩაატაროს - კახა კალაძეს დღეს წამოცდა უნებურად და გაამჟღავნა მათი გეგმები

ვფიქრობ, ბატონ კალაძეს დღეს წამოცდა უნებურად და გაამჟღავნა მათი გეგმები, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი კახა კალაძის განცხადებას, რომლის თანახმად, 28 ნოემბერს არჩევნების შედეგი იმ კვლევებისგან განსხვავებული იქნება, რაც „ედისონ რისერჩმა“ გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, არჩევნები სამუშაო დღეს ჩაატაროს, რითაც ხელს შეუშლის ამომრჩევლის აქტივობას.

„ჩვენ აქამდეც გვქონდა საფუძვლიანი ეჭვი გვეფიქრა, რომ ცესკო ყველანაირი კანონმდებლობის დარღვევით რეალურად აწარმოებს მოლაპარაკებებს მმართველ პოლიტიკურ გუნდთან და ბიძინა ივანიშვილთან, რომ შეარჩიოს მათთვის ხელსაყრელი თარიღი არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად. ჩვენ ვიცით, რომ ამ არჩევნებზე, შეიძლება თითოეულ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. შესაბამისად, ყველა ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს. რეალურად, ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩაატაროს არჩევნები სამუშაო დღეს, რითაც ხელს შეუშლის ამომრჩევლის აქტივობას. ვფიქრობ, ბატონ კალაძეს დღეს წამოცდა უნებურად და გაამჟღავნა მათი გეგმები“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„28 ნოემბერს, არჩევნების შედეგი იმ კვლევებისგან განსხვავებული იქნება, რაც დღეს „ედისონ რისერჩმა“ გამოაქვეყნა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებსპარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა, თუმცა როგორც ცნობილია, ცესკოს მეორე ტურის თარიღი ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის