ტურისტული ობიექტებისთვის სახანძრო-უსაფრთხოების სასწავლო ვიდეორგოლი მომზადდა

ტურისტულ ობიექტებში სახანძრო-უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, აჭარის მთავრობის ტურიზმის დეპარტამენტმა სახანძრო-უსაფრთხოების სასწავლო ვიდეო დაამზადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, პრაქტიკულ ვიდეომასალაში ყურადღება გამახვილებულია იმ ძირითად წესებსა და მანიშნებლებზე, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ტურისტული ობიექტების თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის.

„სასწავლო ვიდეოში გრაფიკულადაა ასახული, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ცალკეულმა პირმა საგანგებო სიტუაციებისას, რას ნიშნავს სახანძრო-უსაფრთხოების მანიშნებლები და როგორ შეიძლება ცალკეული რისკების თავიდან არიდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ვიდეომასალა ორენოვანია და ის ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს წლის ბოლომდე დაურიგდებათ.

გარდა ვიდეორგოლის მომზადებისა, სახანძრო-უსაფრთხოების მიმართულებით დეპარტამენტმა წლის დასაწყისში კვებისა და განთავსების ობიექტების 300-მდე თანამშრომელს ტრენინგები ჩაუტარა. ჯამში, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორში დასაქმებული 2500-ზე მეტი პირი გადაამზადა“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი