გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი ფოთში - ხელისუფლებას არაფერი დარჩა გარდა იმისა, რომ არჩევნები გააყალბოს

ხელისუფლებას არაფერი დარჩა გარდა იმისა, რომ არჩევნები გააყალბოს და ამ პროცესში ჩართულია ყველა საჯარო მოხელე, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ შტაბის ხელმძღვანელმა დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, წინასაარჩევნოდ ფოთში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება.

როგორც ცხვიტარიამ აღნიშნა, საარჩევნო ბარათები იგზავნება მისამართებზე, სადაც იმ ადამიანებს რეალურად არ უცხოვრიათ და მათი გვარები საარჩევნო სიებშიცაა შეყვანილი. ოპოზიცია მოპოვებული მასალის გასაჯაროებას გეგმავს.

„ხელისუფლებას არაფერი დარჩა გარდა იმისა, რომ არჩევნები გააყალბოს და ამ პროცესში ყველა საჯარო მოხელე ჩართულია. მათ არჩევნების გაყალბება უკვე დაწყებული აქვთ. გამოყენებულია საჯარო რესურსი, პროცესში ჩართულები არიან საბავშვო ბაღების დირექტორები, აღმზრდელები, საჯარო სკოლის პედაგოგები , ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ების თანამშრომლები. დღეს, ვითომ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელები საკრებულოს დარბაზში შეკრიბეს და თითქოს ტრენინგები ჩაუტარდათ, რეალურად კი არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრეს და გააფრთხილეს“, - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

ოპოზიციის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს,,ქართული ოცნების" ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია.

,,ეს არის აგონიაში მყოფი ადამიანების ბოდვა. ჩვენ მოსახლეობისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ და ერთად მივაღწევთ გამარჯვებას"- აცხადებს კაკულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა