აშშ მთავრობის დაფინანსებით გორის მე-9 სკოლა სრულად რეაბილიტირდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ სრულად რეაბილიტირებული ქალაქ გორის მე-9 საჯარო სკოლა მოინახულა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

სკოლის რეაბილიტირებული ფართი 2,700 მ2 შეადგენს და რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი 850 000 $-ია. პროექტის მიხედვით სკოლა 780 მოსწავლეზეა გათვლილი.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, 2016-2018 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 58 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, კახეთის რეგიონებში. ჯამში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 72 ათას კვადრატულ მეტრ ფართს და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 13 ათასზე მეტი მოსწავლისთვის.

პარალელურად მიმდინარეობს 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში და 3 სკოლის აღმოსავლეთ საქართველოში. ჯამში რეაბილიტაცია უტარდება 87 ათას კვადრატულ მეტრ ფართს. სასწავლო გარემო, დამატებით 16 ათასი მოსწავლისთვის გაუმჯობესდება.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიორე კომპაქტის დაფინანსებით. პროექტის მიზანია საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.თასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის დაფინანსებით. პროექტის მიზანია საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2019
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან