28 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმით, არჩევნებში 1 647 878-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, 53 847 საარჩევნო ბიულეტენი კი, გაბათილდა

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 3 518 877 ამომრჩევლიდან 1 647 878-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ბათილად 53 847 საარჩევნო ბიულეტენი ცნო.

ცესკოს მიერ დამტკიცებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატების მიღებულ ხმათა რაოდენობა შემდეგია:

სალომე ზურაბიშვილი - 615 572 ხმა (38.64%);

გრიგოლ ვაშაძე - 601 224 ხმა (37.74%);

დავით ბაქრაძე 174 849 ხმა (10.97%);

შალვა ნათელაშვილი - 59 651 ხმა (3.74%);

დავით უსუფაშვილი - 36 037 ხმა (2.26%);

ზურაბ ჯაფარიძე - 36 034 ხმა (2.26%);

კახა კუკავა - 21 186 ხმა (1.33%);

არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ერთ პროცენტზე დაბალია პრეზიდენტობის დანარჩენი კანდიდატებისათვის მიცემული ხმების რაოდენობა.

არჩევნების ამ შედეგების გათვალისწინებით, 28 ნოემბრისთვის მეორე ტური დაინიშნა, რომელშიც პირველ ორ ადგილას გასული პრეზიდენტობის კანდიდატები - სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?