აჭარაში ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა გადამზადება გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ინგლისური ენის ტრენინგ-კურსის მონაწილეებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, სოფელ სახალვაშოში საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას თავმჯდომარემ ტრენინგების მნიშვნელობაზე, სახალვაშოში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის პერსპექტივებსა და არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ყოველწლიურად ვანხორციელებთ უცხოელ ვიზიტორთა კვლევას, სადაც გამოიკვეთა, რომ კომუნიკაციის საკითხებში არის პრობლემები. ჩვენ დავიწყეთ ინგლისური ენის ინტენსიური ტრენინგები სოფელ სახალვაშოსა და კურორტ გოდერძიზე, რადგან ამ ორ მიმართულებაზე განსაკუთებით იზრდება ტურისტების დაინტერესება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გამარტივდეს მასპინძლებსა და სტუმრებს შორის კომუნიკაცია. ინტერნსიური კურსისას მონაწილეები იმ ძირითად საბაზისო ინგლისურს შეისწავლიან, რომელიც საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს დაეხმარება საკუთარი ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების ტურისტებისთვის შეთავაზებაში. პროექტს ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ვანხორციელებთ და მას ტურისტულად აქტიურ სხვა მუნიციპალიტეტებშიც გავაგრძელებთ,“ - განაცხადა სულხან ღლონტმა.

სოფელ სახალვაშოსა და კურორტ გოდერძიზე ინგლისური ენის შემსწავლელი ტრენინგ-კურსი მეორე კვირაა მიმდინარეობს. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სასწავლო ვიდეორგოლები დაურიგდებათ, რომელშიც ტურისტის მიღება, ტურისტული სერვისების შეთავაზება, განთავსება და გამასპინძლება მცირე სცენებით ინგლისურადაა წარმოდგენილი. აღნიშნული ვიდეორგოლები უკვე დაურიგდა კურორტ გოდერძის საოჯახო-სასტუმრო სახლებს. მისი გავრცელება ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება.

დეპარტამენტი ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ახორციელებს. ჯამში, 2012 წლიდან დღემდე დეპარტამენტმა რეგიონში 2700-ზე მეტ ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირს ჩაუტარა სერვისის ასამაღლებელი ტრენინგები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა