„ძალა ერთობაშიას“ წევრი რეზო ხარაზი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრს კორუფციაში ადანაშაულებს

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წევრი რეზო ხარაზი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრს ილია ვერძაძეს კორუფციაში ადანაშაულებს. რეზო ხარაზის ინფორმაციით, ილია ვერძაძე საკანონმდებლო ორგანოს პარალელურად პროფესიულ კავშირებს ხელმძღვანელობს და კურორტ ბეშუმში პროფესიული კავშირების კუთვნილი მიწა „ქართული ოცნების" დეპუტატს, დავით ბაციკაძეს გადასცა. რეზო ხარაზი პროკურატურას ფაქტის შესწავლას სთხოვს.

გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით ბაციკაძემ უპასუხა.

„რეზო ხარაზმა არ იცოდა, რომ პროფკავშირები არ არის სახელმწიფო ორგანიზაცია. მე მართლაც შევიძინე მიწის ნაკვეთი, მაგრამ საბაზრო ფასად. ამ ნაკვეთის შეძენა ყველას შეეძლო",- განაცხადა ბაციკაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო