ნავსადგურის თანამშრომლების ინფორმაციით, ბათუმში ქიმიური ნივთიერებების გადამამუშავებელი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება, რაც დაუშვებელია

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მეშვიდე ნავმისადგომზე გოგირდისა და ქიმიური ნივთიერებების გადამამუშავებელი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება,- ამის შესახებ ნავსადგურის თანამშრომლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს.

მათი თქმით, ტურისტულ ქალაქში აღნიშნული ტერმინალის მშენებლობა, ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, რასაც ისინი აპროტესტებენ.

„საარჩევნო პროცესების გამო, სიტყვიერი შეთანხმება მოხდა, რომ ტერმინალის მშენებლობის საკითხი არჩევნების დასრულებამდე არ განხილულიყო. გუშინ ნავსადგურის ხელმძღვანელობამ დაარღვია შეთანხმება და შეეცადა აღნიშნული ტერმინალის პრეზენტაციის მოწყობას, რასაც მწვავე კამათი მოყვა ჩვენი მხრიდან.

მოვუწოდებთ, ქალაქის მოსახლეობას გამოიჩინოს მეტი სიფხიზლე აღნიშნული ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე ნავსადგურის ხელმძღვანელობას მოვუწოდებთ, რომ ნუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება“,- განაცხადა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მეშვიდე ნავმისადგომის თანამშრომელმა ამირან მიქელაძემ.

ნავთობტერმინალის თანამშრომლების პრეტენზიებს აჭარის მთავრობაში უპასუხეს.

"ბატონი თორნიკე რიჟვაძე გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს მართავს რეგულარულად და ეცნობა დასაქმებულების პრობლემებს. იგი ნამდვილად იმყოფებოდა პორტში, სადაც გასაუბრებისას მოისმინა მათი მოსაზრებები და პრობლემები. რაც შეეხება ქიმიური ტერმინალის გახსნას, ეს თემა არ წამოჭრილა არც ხელმძღვანელობის და არც თანამშრომლების მხრიდან",- აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო