მამუკა ბახტაძე - მინდელის შახტის იმ უბნებზე, რომლებზეც პოზიტიური დასკვნა იარსებებს, მუშაობა განახლდება

მინდელის შახტის შესახებ მაღალკვალიფიციური საინჟინრო დასკვნა დეკემბერში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც იმ უბნებზე, რომლებზეც პოზიტიური დასკვნა იარსებებს, მუშაობა განახლდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მეშახტეებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გარდა ამისა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ არაუგვიანეს მომავალი წლისა, უნდა ჩამოყალიბდეს შახტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოს ფუნქციონირება მდგრადი ვერ იქნება.

“ნახშირის მოპოვების სექტორს პროგნოზირებადობა და მდგრადობა სჭირდება. ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ შახტა ფუნქციონირებდეს, მაგრამ შრომის უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა და ამ კუთხით მაღალი დისციპლინა აუცილებელია. ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა მეშახტეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან ტყიბულში დაიწყება ტექსტილის ახალი ქარხნის მშენებლობა, სადაც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება პირველ ეტაპზე 5 მილიონი აშშ დოლარია და მას “საპარტნიორო ფონდი” ჩინელ ინვესტორებთან ერთად განახორციელებს.

“ქალაქი არ შეიძლება, დამოკიდებული იყოს მხოლოდ ერთ დამსაქმებელზე. ტყიბულში არსებული ტექსტილის ტრადიციების გათვალისწინებით, “საპარტნიორო ფონდის” და ინვესტორის მოლაპარაკებების შედეგად, მომავალი წლიდან აქ დაიწყება ახალი საწარმოს მშენებლობა, სადაც დამზადდება ქურთუკები და შემდეგ პროდუქცია ევროპაში გაიყიდება. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობის სამუშაო ადგილები შეიქმნება. გარდა იმისა, რომ კიდევ ერთი მსხვილი დამსაქმებელი გაჩნდება, მის მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადები ქალაქის უკეთ განვითარებაზე აისახება. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტყიბულში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის შეხვედრა მეშახტეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს