უშგული-მესტიის გზაზე 10 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის ადმინისტრაციულ ერთეულში, 10 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტირებული მონაკვეთი, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა დაათვალიერეს.

რეაბილიტირებული მონაკვეთი უღვირის უღელტეხილზე იწყება და სოფ. იფარამდე მიდის. პროექტის ფარგლებში მოეწყო 10 კმ. სიგრძის ბეტონის გზა და რეაბილიტირდა 2 ხიდი. ასევე, მოეწყო ავტობუსის გაჩერებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები.

მესტია-უშგულის დამაკავშირებელ გზაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება დამატებით 13 კმ-იან მონაკვეთზე. საერთო ჯამში 2019 წლისთვის აღნიშნულ გზაზე 23 კმ. გზის რეაბილიტაცია დასრულდება.

„აღსანიშნავია, რომ პარალელურად მიმდინარეობს ლენტეხიდან-ლასდილამდე მიმავალი 25 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია, სადაც 13 კმ-ის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, დარჩენილი 12 კილომეტრის რეაბილიტაცია კი 2019 წელს დასრულდება.

რაც შეეხება ლენტეხი-მესტიის გზას, რომელიც ზემო და ქვემო სვანეთს დააკავშირებს ერთმანეთთან, ამ დროისთვის დეტალური პროექტირება მიმდინარეობს. უშუალოდ სამუშაოების დასაწყებად ტენდერი 2019 წლიდან ეტაპობრივად გამოცხადდება.

2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაახლოებით 92 მილიონი ლარის ღირებულების 14 პროექტი განახორციელა. 2019 წელს, დაგეგმილია 31 ახალი პროექტის დაწყება, რომელთა ნაწილზეც ტენდერი უკვე გამოცხადებულია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა