მარნეულში კონკურსი „მასწავლებელი თანამედროვე სამყაროში“ გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თავისუფალი თემების კონკურსი - „მასწავლებელი თანამედროვე სამყაროში“ ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კონკურსში მარნეულის საჯარო სკოლების VII - XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„ჟიურიმ 3 საუკეთესო თემის ავტორი, მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ბახტურიძე, მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლე მარია გასანოვა და სოფელ საიმერლოს სკოლის მოსწავლე ანა ხარშილაძე გამოავლინა, რომელთაც საჩუქრად გადაეცათ სერტიფიკატები და წიგნები.

კონკურსის ფარგლებში, ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ, სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ვიკტორ კლინკაროვი და სოფელ ახალი დიოკნისის სკოლის მოსწავლე თამაზ ძირკვაძეც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო