„ქურდული სამყაროს“ წევრობასა და კავშირში ბრალდებული იმედა აბაშიძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

„ქურდული სამყაროს“ წევრობასა და კავშირში ბრალდებული იმედა აბაშიძის ოჯახის წევრები და ნათესავები ბათუმის საქალაქო სასამართლსოთან აქციას მართავენ. როგორც დაკავებულის მეუღლე ნინო აბაშიძე აცხადებს, იმედა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.

როგორც დაკავებულის მეუღლე ამბობს, იმედა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის ორი დასკვნა და ექიმების შეფასება არსებობს.

დაკავებულის ოჯახის წევრები იმედა აბაშიძის გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციით იმუქრებიან.

„ჩემი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. პირველი ჯგუფის ინვალიდია. ვითხოვთ, რომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ და ასე გაგრძელდეს სასამართლო პროცესები. ექსპერტების დასკვნაც არსებობს, რომ მისი ჯანმრთელობა მძიმეა" ,- აცხადებს ნინო აბაშიძე.

საგამოძიებო ორგანომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და კავშირში ბრალდებით 11 პირი 4 თვის წინ დააკავა. ბრალდებულების სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა