ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, რკინაბეტონის 4 კმ სიგრძის ახალი არხი მოეწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა მაგისტრალური არხის წყალგამანაწილებელს და მასზე არსებულ სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს. დამონტაჟდა წყალაღების კვანძები და პარაბოლური ღარები.

„სამუშაოები, რომელიც საირიგაციო სისტემას ჩაუტარდა, უზრუნველყოფს სოფელ სართიჭალაში დამატებით 1 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას. ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვემო ქართლში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 39 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად, რეგიონში დამატებით 23 475 ჰექტარია წყალუზრუნველყოფილი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 22 520 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდა“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა