გურჯაანში მომხდარი ინციდენტის გამო, "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი გამოკითხვაზე დაიბარეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარი ინციდენტის გამო "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი თელავის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ელმირა ბეციაშვილი შესაძლო ქრთამის მიცემის ფაქტზე ამ წუთებში პროკურატურის შეკითხვებს პასუხობს.

საქმე ეხება სოფელ ვეჯინში მცხოვრებ გულნაზ ცანკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ შვილი და რძალი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისივე თქმით, ელმირა ბეციაშვილმა ოპოზიციური კანდიდატისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ მის რძალს 80 ლარი გადაუხადა, თუმცა ცანკაშვილმა შეთავაზებული თანხა არ აიღო და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცა.

ცანკაშვილის ბრალდებებს ურაყოფს კოორდინატორი და მომხდარს ხელისუფლების მხრიდან ვეჯინში წაგებულ არჩევნებს უკავშირებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო