გაერთიანებული ოპოზიციის წევრი მირდატ ქამადაძე ბათუმის მერიას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" წევრი მირდატ ქამადაძე ბათუმის მერიას წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს.

როგორც მირდატ ქამადაძე განმარტავს, მიმდინარე წლის 8 და 10 აგვისტოს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, თუმცა მერიამ თავის დროზე მოქალაქეების მოთხოვნა არ გაითვალისწინა. მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმის მერიამ წინასაარჩევნოდ ბიუჯეტში ცვლილებები განახორციელა და ახლა გადაწყვიტა მოქალაქეების დახმარება, რაც კანონდარღვევა და ამომრჩევლის მოსყიდვაა.

მირდატ ქამადაძე აუდიტის სამსახურს ფაქტის შესწავლას სთხოვს.

"წინასაარჩევნოდ ბიუჯეტში თანხების მონაცვლეობა მოხდა. ახლახანს ბათუმის მერიამ ბიუჯეტში ცვლილება მოახდინა. მოქალაქეები თავის დროზე დახმარებას ითხოვდნენ, თუმცა მერიამ მოსახლეობის თხოვნა არ გაითვალისწინა და ახლა წინასაარჩევნოდ გაუჩნდა სურვილი, რომ ბიუჯეტში ცვლილება მოეხდინა, რითაც კანონი დაარღვია. ეს არის ირიბად ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა. საუბარია დაახლოებით 300 ათას ლარზე მეტ თანხაზე",- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს