„არემჯის“ მხარდაჭერით, საბავშვო თეატრმა „ივერიონი“ დაბა კაზრეთში წარმოდგენა გამართა

კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, დაბა კაზრეთის კულტურის სახლში თეატრმა ,,ივერიონმა“ საბავშვო სპექტაკლი წარადგინა.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ სპექტაკლზე დასასწრები 300 ბილეთი, ,,არემჯიმ“ დაბაში მცხოვრებ ბავშვებს საჩუქრად გადასცა.

თეატრი „ივერიონი“ 2013 წელს დაარსდა და ის ძირითადად, ახალგაზრდა მსახიობებით არის დაკომპლექტებული. თეატრალური დასი საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ხშირად მოგზაურობს და ბავშვებს ცნობილი ზღაპრების მიხედვით დადგმული სპექტაკლებს წარუდგენს.

„დაბა კაზრეთის კულტურის სახლმა ახალგაზრდულ თეატრ ,,ივერიონს“ უმასპინძლა. კომპანია „არემჯი“ მიესალმება ყოველგვარი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას რეგიონში. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ თავად ვართ ამ ღონისძიებების სპონსორები და ორგანიზატორები. ამჯერად, შევიძინეთ სპექტაკლის ყველა ბილეთი და ბავშვებს საჩუქრად დავურიგეთ“, - აღნიშნა „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა