ახმეტის მუნიციპალიტეტში ტრენინგი „მიწის რესურსების მდგრადი მართვა” ჩატარდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ადგილობრივ ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს ტრენინგი ჩაუტარდათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, ტრენინგი პროექტის - „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით" - ფარგლებში ჩატარდა.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ნიადაგის დეგრადაციის კუთხით არსებულ პრობლემებზე, მიწის მდგრადი მართვის თანამედროვე და ეფექტურ გზებსა და მეთოდებზე. ასევე აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებისა და შესრულების მექანიზმების თაობაზე.

„პროექტი "ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით" ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, გაერო-ს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მხარდაჭერით. პროექტის მიზანია სოფლად ეკონომიკურად ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის მიზნით ლანდშაფტისა და მიწის მდგრადი მართვის პრინციპების ინტეგრირება ეროვნულ პოლიტიკასა და ინსტიტუციურ ჩარჩოებში. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიება დედოფლისწყაროს, ახმეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2019
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან