ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, გურჯაანში ცხოველთა თავშესაფარი  აშენდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს. დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მუნიციპალური განვითარების აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შენეგელიასთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან არჩილ ხანდამაშვილთან ერთად, ის ადგილი დაათვალიერა, სადაც კახეთში პირველი, კომპანიონ ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა უნდა განხორციელდეს.

„პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ჩვენ დიდი ხანია მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა უწყებებთან, მათ შორის არასამთავრობო სექტორთან კახეთში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მოწყობასთან დაკავშირებით. მივედით იმ ეტაპზე, როცა მუნიციპალური განვითარების ფონდი წლის ბოლომდე ტენდერს გამოაცხადებს და 2019 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ამ ადგილას, 5000 კვ.მ ფართობზე კომპანიონ ცხოველთა თავშესაფარი გვექნება. ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა კახეთიდან დაიწყება და სხვა რეგიონებში გაგრძელდება“,- აღნიშნა მხარის გუბერნატორმა მედიასთან საუბარში.

კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში თავშესაფრების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერებს წლის ბოლომდე გამოაცხადებს, სხვა რეგიონებში კი - მომავალ წელს. 2019 წელს თავშესაფრის აშენება ყველა რეგიონში იგეგმება.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს