„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხეს

ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის დაკითხვა თელავში ოთხ სათზე მეტხანს მიმდინარეობდა. კახეთის საოლქო პროკურატურიდან გამოსულმა ელმირა ბეციაშვილმა განაცხადა, რომ გამომძიებლებს აინტერესებდათ, ნამდვილად მისცა თუ არა მან ამავე სოფელში მცხოვრებ ცანკაშვილებს 40-40 ლარი მათი პარტიის მხარდაჭერის სანაცვლოდ.

"ნაცმოძრაობის" კოორდინატორი გამოძიების დასრულებას ელოდება, რადგან ცანკაშვილებისთვის თანხის გადახდას უარყოფს და არ გამორიცხავს, რომ გულნაზ ცანკაშვილს ცილისწამებისთვის უჩივლოს.

"მე როგორც ადრე, ახლაც ვამბობ, რომ ეს იყო სიცრუე და პოლიტიკური ანგარიშსწორება, რადგან სოფელ ვეჯინში, პირველ ტურში მე გავიმარჯვე. ველოდები გამოძიების დასრულებას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. არ გამოვრიცხავ, რომ აქეთ მე ვუჩივლო გულნაზ ცანკაშვილს ცილისწამებისთვის და ტყუილი ბრალდებისთვის", - განმარტა "ნაცმოძრაობის" კოორდინატორმა ელმირა ბეციაშვილმა.

საქმე ეხება სოფელ ვეჯინში მცხოვრებ გულნაზ ცანკაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ შვილი და რძალი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან კოორდინატორმა ელმირა ბეციაშვილმა ოპოზიციური კანდიდატისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ მის რძალს 80 ლარი გადაუხადა, თუმცა, ცანკაშვილმა შეთავაზებული თანხა არ აიღო და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს