„მე ვიცავ თავისუფლებას" - ამ სლოგანით სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები ბათუმში შეხვედრას მართავენ

„მე ვიცავ თავისუფლებას" - ამ სლოგანით ბათუმის საზაფხულო თეატრში, მმართველი გუნდის მხარდაჭერილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები შეხვედრას მართავენ.

„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, შეკრებილები ამომრჩევლებს მოუწოდებენ, რომ უარი თქვან „ნაციონალურ მოძრაობაზე" და მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს ბათუმელებთან შეხვედრა. ვიცი, როგორი სწრაფვა ჰქონდა ბათუმს თავისუფლებისაკენ, როგორი სიყვარული ამოძრავებთ ბათუმელებს. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტური სრულიად სხვა შედეგს გვაჩვენებს, ამას სჭირდება მეტი კონტაქტი ხალხთან",- განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს