ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს მასპინძლობს

ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს მასპინძლობს. კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც სულ ახლახან დასრულდა და ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა. ნაჩვენები იქნება როგორც მხატვრული და დოკუმენტური, ისე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია.

რამდენიმე დღის განმავლობაში ქუთაისში თავს მოიყრიან ცნობილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კინოფორუმის სტუმრებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიმართა და აღნიშნა, რომ ეს არის ქართული კინოს დაბრუნება ქუთაისში და მადლობა გადაუხადა კინოცენტრს პარტნიორობისთვის.

კინოფორუმი კინოთეატრ „საქართველოში“ ცნობილი ქართველი მწერლის, თეატრისა და კინოს რეჟისორის რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმის "ჰარი-ჰარალე დედაო!" ჩვენებით გაიხსნა, რომლის ავტორიც ლევან გაბრიაძეა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2019
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან