ვანში, სოფელ, ბზვანში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლის ქალბატონის სოცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 50 კვმ ფართობი.
არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების რეაგირების შედეგად ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.