ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარში გაზის დასრულებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბერიაშვილმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში ახლად აშენებული გაზსადენი გახსნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, პროექტის პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე სოფლებში: ახალსოფელი, ჭარნალი და თხილნარი ახლადაშენებული გაზსადენები დაათვალიერა და სოფელ თხილნარის მკვიდრის, თენგიზ ბერიძის ოჯახში გაზქურა აანთო.

„დავათვალიერე გაზსადენის მშენებლობა ხელვაჩაურში და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორ ვახტანგ ბერიაშვილთან ერთად სამომავლო გეგმები განვიხილე. რეგიონში მიმდინარე წელს კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზმა“ ბუნებრივი აირით 9 500 აბონენტი უზრუნველყო. აჭარის რეგიონში დღეისათვის 85 ათასი აქტიური აბონენტია, რომელთა რიცხვი მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. შენდება ახალი ცენტრალური მაგისტრალი, რომელიც მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირებას ემსახურება. ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს როგორც მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე სოფლის ეკოლოგიურ გაჯანსაღებას,“- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ სოფელ თხილნარში 69 345 მ სიგრძის საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 1000-მდე ოჯახს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

სოფლების ახალსოფელის, ჭარნალის და თხილნარის გაზიფიცირებისთვის აშენდა 150 324 მეტრი სიგრძის საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა ამ სოფლებში მცხოვრებ 2 000-ზე მეტ ოჯახს მიეცა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი