წალკის მუნიციპალიტეტში სახლი კიდევ 79 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 79 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს ესტუმრნენ და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს.

სამინისტროს განცხადებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის, 2004-2009 წლებში, შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი მხოლოდ 2015 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელი ფართი 500 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს