სალომე ზურაბიშვილი  - საარჩევნო კამპანიაში ჩართულია სხვადასხვა ქვეყნის, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტები

საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის პიარსპეციალისტები, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტებმა ქალთა ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, არიან თუ მის საარჩევნო კამპანიაში ჩართული პიარკონსულტანტები ისრაელიდან, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის პიარსპეციალისტები, მაგრამ არ არიან ჩართული რუსი პიარსპეციალისტები“.

სალომე ზურაბიშვილი დღეს ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წევრებს შეხვდა, სადაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს