სარფის საბაჟოზე მოძრაობა შეფერხებულია

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა შეფერხებულია, - ამის შესახებ მოქალაქეებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს.

როგორც მოქალაქე მარიამ გამახარდია ამბობს, ქართულ მხარეს საპასპორტო კონტროლი გაიარეს, თუმცა თურქეთის მხარეს შეფერხება დახვდათ. მისი ინფორმაციით, საბაჟოზე რიგებია და მოქალაქეებს არ ატარებენ, მიზეზს კი არ ასახელებენ.

"დილით მივედით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე. გავიარეთ საპასპორტო კონტროლი ქართულ მხარეს. თურქმა მებაჟეებმა არ გაგვატარეს, მიზეზი არ გვითხრეს. რიგში ათობით ადამიანია. თურქი მებაჟეების დამოკიდებულებაც არ მოგვეწონა, ცინიკური პასუხები ჰქონდათ. უკან დავბრუნდით, რადგან საზღვარი ვერ გადავკვეთეთ თურქეთის მიმართულებით",- აცხადებს მარიამ გამახარდია.

საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო- გამშვებ პუნქტზე თურქეთის მხარეს ტექნიკური ხარვეზი ორი დღეა ფიქსირდება. ამ დროისთვის კი საპასპორტო კონტროლი თურქეთის მხარეს საერთოდ შეწყვეტილია. ხარვეზი თურქეთის მხარეს სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

იხილეთ ვიდეო: სარფის საბაჟოზე მოძრაობა შეფერხებულია

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს