გუდაური-კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გზის წმენდა დაწყებულია გუდაურიდან, გუდაური-კობის პირველ მონაკვეთზე (კმ93-კმ99). ზვავსაშიშროების რეჟიმი რჩება გუდაური-კობის მეორე მონაკვეთზე (კმ100-კმ106), სადაც გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

კობის მხრიდან მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ზვავსაშოშროების მოხსნისთანავე გზის წმენდის სამუშაოები ორივე მხრიდან დაიწყება.

გუდაური-კობის მონაკვეთზე, მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდება დაგროვილი ავტოტრანსპორტის გატარება.

იხილეთ ვიდეო: გუდაური-კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა