სარფის საბაჟოზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ქვეითების გადაადგილება კი ჯერჯერობით ისევ შეჩერებულია

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურში განუცხადეს. რაც შეეხება ქვეითად გადამსველებს, უწყებაში ამბობენ, რომ საბაჟოს კვეთას ქვეითები ჯერჯერობით ვერ შეძლებენ, რადგან თურქეთის მხარეს ტექნიკური აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოძრაობა ეტაპობრივად დაიწყება.

მოქალაქეებმა დღეს "ინტრპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, რომ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა შეფერხებულია. როგორც მოქალაქე მარიამ გამახარდია ამბობს, ქართულ მხარეს საპასპორტო კონტროლი გაიარეს, თუმცა თურქეთის მხარეს შეფერხება დახვდათ. მისი ინფორმაციით, საბაჟოზე რიგებია და მოქალაქეებს არ ატარებენ, მიზეზს კი არ ასახელებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა