შშმ პირებისთვის სივრცის მოწყობის ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება.

ცვლილებები ამ მიმართულებით “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ შედის, რომელიც ინიცირებისთვის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. პროექტის თანახმად, ჯარიმის ოდენობა ქმედების ჩადენის ადგილისა და შენობის კლასის მიხედვით განისაზღვრება და დადგენილია შემდეგნაირად:

ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე: მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 4 000 ლარით; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 15 000 ლარით; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარით; მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 30 000 ლარით. თვითმმართველ ქალაქში – 2 000 ლარით; მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში – 1 000 ლარით. მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში – 500 ლარით.

კანონპროექტის მიხედვით, დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღებასთან ერთად, ზედამხედველობის ორგანო ადგენს წერილობით გაფრთხილებას და ავალებს პირს მშენებლობის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რისთვისაც მას 30-დღიანი ვადა განესაზღვრება. აღნიშნულ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, პირს დაეკიასრება ჯარიმა პირველი ჯარიმის ორმაგი ოდენობით. კანონპროექტი აგრეთვე განსაზღვრავს, რომ მეორე დაჯარიმების შემთხვევაში, კვლავ შედგება წერილობითი გაფრთხილება და დაევალება პირს დარღვევის გამოსწორება 30 დღის ვადაში, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაშიც, კვლავ მოხდება პირის დაჯარიმება პირველადი სანქციის გაორმაგებული ოდენობით.

აღნიშნული დანაწესი გამოიყენება მანამდე, სანამ მშენებლობა არ მოვა შესაბამისობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან.

პროექტის ავტორები და ინიციტორების არიან პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა, ანრი ოხანაშვილი, სოფიო კილაძე და ვანო ზარდიაშვილი.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს