„ევროპული საქართველოს" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს

პარტია „ევროპული საქართველოს" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ მათ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, მიუღებელია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა.

„საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ მხარი დავუჭირეთ დავით ბაქრაძის კანდიდატურას და სწორედ „ევროპული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის დამსახურებით პარტიამ აჭარაში 15 ათასამდე ხმა მოიპოვა. ჩვენი მხრიდან დავით ბაქრაძის კანდიდატურის მხარდაჭერა განპირობებული იყო მისი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე და გვჯეროდა, რომ ეს იყო ქვეყნის ევროპული არჩევანი. გვინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ჩვენს ამომრჩევლებს და ამავდროულად გაცნობოთ იმ გადაწყვეტილების შესახებ, რაც ჩვენმა გუნდმა მიიღო. მეორე ტურში ჩვენთვის მიუღებელია „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის კანდიდატის მხარდაჭერა. ჩვენ ვემიჯნებით რუსულ სცენარს, სააკაშვილის და ვარშალომიძის მობრუნებას! ამიტომ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად სრული შემადგენლობით ვტოვებთ პარტიის აჭარის ორგანიზაციას - ხულოს, ხელვაჩაურის, ბათუმის, ქობულეთის ხელმძღვანელები", -განაცხადა რაულ თავართქილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა