ივანე მაჭავარიანი - მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, ფონდი „ქართუ“ დაფარავს

მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს ფონდი „ქართუ“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს 600 000 ადამიანი გამოყოფილია შემდეგი კრიტერიუმით: ვისაც ერთ წელზე მეტი ხანდაზმული გადაუხდელი ვალი აქვს 2000 ლარამდე.

„ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს ბახტაძემ წამოჭრა ჭარბვალიანობის პრობლემა, რადგან ის არის შემაფერხებელი ფაქტორი ეკონომიკის განვითარებისთვის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სიღარიბის კონტრიბუციაში. დაახლოებით 700 000-მდე იყო ე.წ. შავ სიაში. ეს არის შრომისუნარიანი მოსახლეობის მესამედი, რომელიც გამოთიშული იყო ეკონომიკურ ცხოვრებას და არანაირი მოტივაცია არ ჰქონდათ ამ ადამიანებს მოეძებნათ სამსახური. ვალის ეს ბორკილი ხელს უშლიდათ ჩართულიყვნენ ეკონომიკურ აქტივობაში. ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა უპასუხისმგებლო დაკრედიტებამ ანუ ყველა ტიპის საფინანსო ინსტიტუტი ძალიან იოლად და შეუმოწმებლად იძლეოდა კრედიტებს, იყო დიდი ჯარიმები, დიდი პროცენტი, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ იხდიდა და იმდენად დიდი იყო ჯარიმები და პროცენტები, რომ მაინც მომგებიანი საქმე იყო. პრემიერ-მინისტრობისას ბახტაძემ არაერთხელ თქვა, რომ ამ პრობლემას უნდა მიხედვა. ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდით, თუ არა ფონდი “ქართუ”, რომელმაც სრულად გაიზიარა ამ პრობლემის სიმწვავე და როგორც ყოველთვის დაუდგა გვერდში ჩვენს ქვეყანას ამ პრობლემის გადასაჭრელად. ბანკებთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან (ე.წ. ონლაინსესხების კომპანიებთან) ჩატარდა რამდენიმე რაუნდი მოლაპარაკების“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს