წერეთლის გამზირზე, ფეხით მოსიარულე ორ ადამიანს ავტომანქანა დაეჯახა

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, „მერსედესის“ მარკის „ჯიპი“ ფეხით მოსიარულე ორ ადამიანს დაეჯახა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს