სალომე ზურაბიშვილი თელავში ახალგაზრდა მეღვინეებთან შეხვედრას მართავს

სალომე ზურაბიშვილი თელავში ახალგაზრდა მეღვინეებთან შეხვედრას მართავს

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თელავში ახალგაზრდა მეღვინეებთან შეხვედრას მართავს. ზურაბიშვილმა ბოლო წლებში მევენახეობის განვითარების მნიშვნელობაზე და კერძო სექტორის გაძლიერებაზე ისაუბრა.

„აქამდე მოხვედით და ეს არის ამ ქვეყნისთვის დიდი საქმე და წარმატება. ქვეყნის კულტურის გატანა ეს არის ერთ-ერთი უმაღლესი ფორმა პატრიოტიზმის. ის, რაც იყო ადრე, მხოლოდ მევენახეობა და ფიქრი იმაზე, თუ როგორ და სად ჩაგებარებინათ ყურძენი, დღეს ეს უკვე ნამდვილი მეღვინეობაა. სახელმწიფო სწორ როლს თამაშობს დაეხმაროს ამ დარგს, ნაკლები სუბსიდირებით. ჩვენ ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ. ამ საქმეში სახელმწიფოს აქვს დიდი როლი. მთავარი წამყვანი როლი კერძო სექტორია. ამ სახელმწიფოს სჭირდება ეკონომიკა ძლიერ ადამიანებზე დაფუძნებული. რეგიონი თუ არ იქნება ძლიერი, იქ თავისუფალი ადამიანები არ იქნებიან",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.