ნოდარ კერესელიძე USAID-ის სოფლის მეურნეობის ახალი პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო

ქუთაისის დემოკრატული ჩართულობის ცენტრში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როლ ვილსონთან და USAID-ის მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად, USAID-ის სოფლის მეურნეობის ახალი პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, USAID-ის ახალი პროგრამა მობილიზებას გაუწევს USAID-ის პარტნიორ წამყვან აგრობიზნესებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას დამწყებ კომპანიებს გაუზიარებენ. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, დაგეგმილია 3 000 სამუშაო ადგილის შექმნა, აგრობიზნესის გაყიდვების 60 მილიონი დოლარით გაზრდა და 7 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციების მოზიდვა.

შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ახალი პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული დაგროვილი გამოცდილება, რათა მომავალშიც არაერთი წარმატებული ბიზნესმოდელი შეიქმნას.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როლ ვილსონის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას. სოფლის მეურნეობის ახალი პროგრამის დაწყება საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.

ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როლ ვილსონთან და USAID-ის მისიის დირექტორთან პიტერ ვიბლერთან ერთად, USAID/REAP პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო „ჰერბია“ დაათვალიერა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ