ქუთაისის აეროპორტში 18:00 საათზე დაგეგმილი ქუთაისი-დორტმუნდის რეისი ამ დრომდე არ შესრულებულა

ქუთაისის აეროპორტში 18:00 საათზე დაგეგმილი ქუთაისი-დორტმუნდის რეისი ამ დრომდე არ შესრულებულა

ქუთაისის აეროპორტში 18:00 საათზე დაგეგმილი ქუთაისი-დორტმუნდის რეისი ამ დრომდე არ შესრულებულა, რაც მგზავრების უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მგზავრმა შოთა ბერიძემ განუცხადა, მგზავრები რამდენიმე საათია აეროპორტში იმყოფებიან. "18:00 საათზე დაგეგმილი რეისი არ შესრულდა. ბევრი მგზავრია, ზოგიც ბავშვებით ვართ, ზოგი ბავშვი ავადაა, ამდენი ხანია აეროპორტში ვართ. ძალიან ქაოსი იყო. მგზავრები უკმაყოფილოები არიან. არ ვიცით მიზეზი. ახლა გვითხრეს, რომ ჩვენი რეისი შესრულდება, მაგრამ დორტმუნდის ნაცვლად სხვა ქალაქში ჩავფრინდებით", - აღნიშნა შოთა ბერიძემ.

ქუთაისის აეროპორტიდან ფრენა კომპანია "ვიზეარის" კუთვნილი თვითმფრინავით უნდა განხორციელებულიყო.

ქუთაისის აეროპორტში რეისის გადადებას ადასტურებენ. მათი თქმით, მიზეზი ბორტის ტექნიკური დათვალიერება იყო. მათივე ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს მგზავრების რეგისტრაცია და ფრენა 23:00 საათზე განხორციელდება.