ცოტნე ანანიძე – ყველა ბავშვის უფლება უნდა იყოს დაცული

ცოტნე ანანიძე – ყველა ბავშვის უფლება უნდა იყოს დაცული

„ყველა ბავშვის უფლება უნდა იყოს დაცული,“ – ამის შესახებ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათ დაცვის სკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ განაცხადა, რომლის კომენტარს აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

„სახელმწიფომ უნდა იზრუნის ყველა ბავშვის კეთილდღეობაზე და მათი უფლებების დაცვაზე. ნებისმიერი საზოგადოების მომავალი დაკავშირებულია ახალგაზრდა თაობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მდგომარეობასთან, შესაბამისად ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ძალადობისგან,“ – განაცხადა ანანიძემ.

“გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეკომენდაციით, 20 ნოემბერს, ბავშვთა საერთაშორისო დღე, 1954 წლიდან აღინიშნება, როგორც ბავშვთა შორის ურთიერთგაგებისა და ბავშვთა კეთილდღეობის ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერის დღე. ასევე, 1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ. „ბავშვის უფლებების კონვენცია“ ასახავს ყველა იმ უფლებასა და თავისუფლებას, რომლითაც უნდა სარგებლობდეს ნებისმიერი ბავშვი გამონაკლისის გარეშე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.