მამაკაცი ჭის თხრილში ჩავარდა, რის შემდეგაც ის მიწის მასამ დაფარა

ბაღდათის რაიონში სოფელ მეორე ობჩაში მამაკაცი ჭის თხრილში ჩავარდა. ორმოში ჩავარდნის შემდეგ ის მიწის მასამ დაფარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე უცნობია ცოცხალია თუ არა მამაკაცი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულნი არიან როგორც მაშველები, ისე მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს მამაკაცის ორმოდან ამოყვანის სამუშაოები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა