„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

21 ნოემბერს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 08:00 საათიდან 17:00 საათამდე, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: სიონი, მაგრანეთი, ყუდრო, ვეძათხევი, საჯინიბო და მიმდებარე სოფლებში.

ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 11:00 საათიდან 12:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სიონი, გორისციხე, ტყარშეტი, სტეფანწმინდა და მიმდებარე სოფლებში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კი - აბონენტებს მცხეთაში სამხედროს, გმირის, ღვინჯილიას, შრომის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.