ISFED -  600 000 მოქალაქისთვის ვალების განულების შესახებ გადაწყვეტილებას ამომრჩევლის მოსყიდვის უპრეცედენტო მასშტაბის სახე აქვს

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას 600,000 მოქალაქისთვის ჯამში მილიარდნახევარი ლარის ოდენობის ფინანსური ვალდებულებების განულების შესახებ მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვის უპრეცედენტო მასშტაბის სახე აქვს.

“სამართლიანმა არჩევნებმა“ დღეს მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებს აქვს ადგილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს გარკვეულ თანხას სთავაზობენ.

„მასშტაბური სახე აქვს საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ისეთი სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დაპირებებს, რომლებიც მიზნად კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროექტების დაანონსება არჩევნების პირველი ტურის შედეგებს უკავშირდება და მათი მიზანი სალომე ზურაბიშვილისთვის ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებაა, რაც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ნიშნებს შეიცავს“, - ნათქვამია ანგარიშში.

“სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, საანგარიშო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები როგორც სალომე ზურაბიშვილის, ასევე გრიგოლ ვაშაძის კამპანიის მიმდინარეობისას. სალომე ზურაბიშვილს ხელის შეშლასთან ერთად შეურაცხყოფაც მიაყენეს.

„მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიისას გააქტიურდა 5 საზოგადოებრივი მოძრაობა რომელთა მიზანს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო აგიტაციის შემცველი კამპანიის წარმოება წარმოადგენს, რაც აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ ხდება შემოწირულების განხორციელება დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. მოძრაობის წევრებს გააჩნიათ საარჩევნო მიზნები, კერძოდ, იკვეთება პოლიტიკურ პროცესზე გავლენის მოხდენის განზრახვა, რისთვისაც იყენებენ შესაბამის ფინანსურ რესურსებს და გასწევენ მომსახურებას, რაც გამოიხატება მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ღია მხარდაჭერაში და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებაში. ‘‘მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ’’ საქართველოს კანონის 261-ე მუხლის თანახმად, ფინანსური გამჭვირვალობის ვალდებულება ვრცელდება პირზე, რომელსაც თავად აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის