მარნეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მასშტაბური პროექტები განხორციელდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლისთვის განსახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების გზების რეაბილიტაცია ჩატარდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სოფელ კაჩაგანში მოასფალტდა - 1 100 გრ/მ გზა, ხანჯიგაზლოში - 1 200 გრ/მ, თაქალოში 1 580 გრ/მ, მარადისში - 1 210 გრ/მ გზა, ალგეთიში - 2 748 გრ/მ, წერეთელში - 1 364 მ/კვ, იმირჭალაში 1 790 მეტრი სიგრძის გზა საერთო ფართობით 12 738 კვ/მ, ხოლო პირველ ქესალოში 1 349 მეტრი სიგრძის გზა.
ასევე მასშტაბური პროექტი განხორციელდა შაუმიანი-წერაქვის შიდა სახელმწიფოებრივ 5-კილომეტრიან გზაზე, რომელიც სრულად რეაბილიტირდა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ღირებულება 3 672 395 ლარს შეადგენდა.

























