ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ცხვედიეთის ელექტროფიკაცია დასრულდა

ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ცხვედიეთის ელექტროფიკაცია დასრულდა

ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ცხვედიეთის ელექტროფიკაცია დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სოფელს ელექტროენერგია 30 წლის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, ადგილობრივებს კი ურთულეს პირობებში უწევდათ ცხოვრება.

„მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციამ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ ერთად აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დაიწყო. რამოდენიმე დღის წინ კი დასრულდა სოფლის ელექტროფიკაცია და მოხდა მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება“, – აცხადებენ მერიაში.

მათივე განცხადებით, ცხვედიეთის ელექტროფიკაცია ხელს შეუწყობს სოფლიდან წასული მოსახლეობის უკან დაბრუნებას.