გურჯაანში, სოფელ ვაზისუბანში მეოთხე დღეა 72 წლის კაცს ეძებენ

გურჯაანში, სოფელ ვაზისუბანში მეოთხე დღეა 72 წლის კაცს ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მეოთხე დღეა 72 წლის კაცს ეძებენ.

რომან ბერიკაშვილი სახლიდან გასვლის შემდეგ, თანასოფლელებმა ბოლოს სოფლის ცენტრში ნახეს, რის შემდეგაც მისი კვალი გაქრა.

ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციას უკვე მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირის ადგილსამყოფელის დასადგენად სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოები ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობს.