ლაგოდეხში მამა-შვილი მოტოციკლით მიკროავტობუსს შეეჯახა, რასაც შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად, მძიმედ დაშავდა შუახნის მამაკაცი. მოტოციკლით მამა-შვილი გადაადგილდებოდა, რა დროსაც მიკროავტობუსს შეეჯახა. შვილი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა, რაც შეეხება მამას, ის სხეულის სხვადასხვა მოტეხილობებით ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

























